Thursday, March 9, 2017

სასწავლო პროექტი

  1. პროექტის  სახელწოდება:  ადამიანი  და საზოგადოება /ლეონიძის "მარიტას" მიხედვით
  2.   პოექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებითცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსებევრჯერ თავს შეგვახსენებს         ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე უხეშობადამცირება და სხვის ცხოვრებაში უხეშად ჩარევის   მაგალითებიგანსაკუთრებით დღევანდელ ცხოვრებაში ბევრჯერ გვხვდება მარიტას          პერსონაჯის მსგავსად მაგალითებითუნდაც სხვისი რჩევით ოჯახის შექმნაან მშობლების       მიერ არჩეული ცხოვრების თანამგზავრი."მიმთქმა მოთქმარომელსაც საშინელი გულისტკენა მოსდევს,    ამიტომ საჭიროა მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია               ცხოვრებაში მიზნის დასახვა საკუთარი ბედნიერებისთვისსწორი არჩევანი და გადაწყვეტილების მიღებასწორედ ეს თემა აღმოჩნდა საინტერესო და უფრო ძლიერიროცა მარიტას              ცხოვრების გზა შეისწავლეს და განიკითხეს მოთხრობის თითოეული   პერსონაჟი.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან თემიდან გამომდინარე ლიტერატურულ მასალას იმსჯელებენ და გაეცნობიან პერსონაჯებს თუ როგორ აღმოჩნდნენ საზოგადოების პირისპირ, მოახდენენ საკუთარი შეხედულებების განმტკიცებას და გამოიტანენ სამართლიან დასკვნებს. მოიძიებენ ლიტერატურულ მასალას და შეადარებენ მარიტას პერსონაჟს. გაეცნობიან თანამედროვე ცხოვრებაში საინფორმაციო გაზეთებიდან მსგავს რეალურ ამბებს და მათში მოთხრობილ პერსონაჟებს რომლებსაც მაროტას მსგავსი ბედი ხვდათ წილად.
    *
    მიხეილ ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვა"
    *
    ვაჯა-ფშაველას პოემები "სტუმარ მასპინძელი" და "ალუდა ქეთელაური" *მოთხრობა "ამოდის ნათდება"
    შეადარებენ თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას და მარტოდ დარჩენილ სიმართლეს, საზოგადოებასთან უძლურს. გამოიტანენ დასკვნებს.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას საკუთარი აზრის განმტკიცებას, პერსონაჯების სიმართლის დაცვას, დაუპირისპირდებიან საზოგადოებას და დაფიქრდებიან მარიტას ბედზე მოიძიებენ დამნაშავეს. საზოგადოებაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებს. შეაფასებენ არგუმენტირებული მსჯელობით, შესწავლილი პერსონაჟების ცხოვრებას შეადარებენ და და გამოიტანენ სამართლიან დასკვნებს.
  5. მონაწილეთა  ასაკი:13 14 წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
  7. მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები/ რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურულ ნააწარმოებებს და თემიდან გამომდინარე გაანალიზებენ თუ რა ძნელია საზოგადოების პირისპირ მარტო დარჩენა. *მოიძიებენ მსგავს ფაქტებს თანამედროვე ცხოვრებაში, თვალს გადაავლებენ საინორმაციო გაზეთებს და გაეცნობიან ახალ ამბებს.
    *
    შექმნიან ცალკე ჩანაწერებს რესპოდენტებიდან და პირადი გამოცდილებიდან მიღებულ ინფორმაციებს.
    *
    შექმნიან სამართლიან კანონებს პედაგოგების დახმარებით და აირჩევენ სწორ და სამართლიან გზას რათა ცხოვრებაში ნაკლები მარიტას მსგავსი პერსონაჯი გვყავდეს.
  8. პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ხმის ჩამწერი, მობილური ტელეფონი, საკითხავი ლიტერატურა, ახალი ამბების პრესა და ისტ.
  9. პროქტის მსვლელობა (ძირიტადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ 4 ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს  ეყოლება ლიდერი.
    *
    პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ლიტერატურული მასალიდან პერსონაჟების ცხოვრება, ამოწერონ მნიშვნელოვანი ეპიზოდები სადაც გამოკვეთილი იქნება ადამიანისა და საზოგადოების დაპირისპირება და თუნდაც განსხვავებული აზრი.
    *
    მეორე ჯგუფს დავავალებ საინფორმაციო გაზეთებიდან მოიძონ წერილები მსგავს თემაზე და შეადარონ მაროტას პერსონაჟთან და წარმოადგინონ საკუთარი შეხედულებები პუბლიცისტური წერილების სახით.
    *
    მესამე ჯგუფს დავავალებ იმუშაონ საზოგადოებაში, მოიძიონ მითითებული თემის მსგავსი ისტორიები გამოიტანონ დასკვნები და ჩანაწერები წარუდგინონ კლასს.
    *
    მეოთხე ჯგუფმა თეზისების სახით წარმოადგინონ სამართლიანი დასკვნები რომლის საშუალებითაც შეძლებენ შემდგომ წარმოადგინონ საკუთარი "სამართლიანი კანონები".
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმა: ისტორია  სამოქალაქო სამართალი, ქართული ენა და ლიტერატურა.
  11. პროექტის ხელმღვანელი (მასწავლებელი): ფიქრია მარტიაშვილი:
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:martiashvilifiqriabiblioteka2016
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment